05:19
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Nokia 3310 ბაზარზე ბრუნდება
28-02-2017

2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამძლე მობილური ტელეფონი Nokia 3310 მობილური ტელეფონების ბაზარზე ბრუნდება. ფინური კომპანია ეიჩემდი გლობალური მოდერნიზებულ Nokia 3310-ს ამავე სახელწოდებით გამოუშვებს ბაზარზე. კომპანიამ უკვე წარადგინა განახლებული Nokia 3310-ის ახალი ვერსია.  ტელეფონს გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები აქვს და ძველ მოდელთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელს ნოკიას საფირმო ზარები აქვს. მობილურის ელემენტი ლოდინის რეჟიმში თითქმის 1 თვე, საუბრის რეჟიმში კი 2-დღემდე ძლებს. ტელეფონი აღჭურვილია თანამედროვე ეკრანით. თუმცა, სისუსტეა კამერა, რომელიც მხოლოდ 2 მეგაპიქსელია.  მოდერნიზებული Nokia 3310 ხელმისაწვდომი იქნება წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი და ლურჯი ფერის კორპუსებში და 49 ევრო ეღირება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები