23:35
25 მაისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
20 მილიონიანი ინვესტიციით, ზუგდიდში 7 200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების სტადიონი აშენდება
14-08-2017

ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი აშენდება. ყველა ფლიგელის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება, ასევე საფეხბურთო მოედნის საფარის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში სრულდება, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1 224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 მილიონ 747 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები