04:51
10 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
14-02-2020

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულ ბესიკ თამლიანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე სამართალდამცავები დაიკითხნენ.

სასამართლოში ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს. აღნიშნულმა მოწმეებმა მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ისაუბრეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ადამიანებს ჩაუტარდებათ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ესპანეთის პრემიერი - ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები