
20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. ქუთაიში გაიმართა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც. მეორე ტური გაიმართა აჭარაშიც, სადაც 2 მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმარლესი საბჭოს წევრებს ირჩევდნენ. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი იყო 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურებოდა.
ოპოზიციის წარმომადგენლემა არჩევნების მე-2 ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს და მასში მონაწილეობა არ მიიღეს.



