00:32
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2 თვეში 48 ათას კგ-ზე მეტი უკან გაბრუნებული კარტოფილი - ქვეყნები, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს
19-11-2020

2 თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი 48 ათას კილოგრამზე მეტი დაავადებული კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში თურქეთს 25 ათასი კილოგრამი პროდუქტი დაუბრუნდა, ნოემბერში კი - 23 ათას 450 კილოგრამი. ორივე შემთხვევაში მიზეზი კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მხოლოდ სექტემბერში საქართველომ 84 ათას 30 დოლარის ღირებულების კარტოფილი შეიძინა, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში საქართველომ პროდუქტი მხოლოდ თურქეთისგან შეიძინა. იანვარ-სექტემბერში კი კარტოფილის იმპორტმა ჯამში 3 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა.

ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ პროდუქტი შეიძინა, ლიდერობს თურქეთი, მას მოსდევს რუსეთი, ხოლო მე-3 ადგილზეა-აზერბაიჯანი. კარტოფილის იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა - გერმანია, ეგვიპტე, სომხეთი, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ბელორუსი ირანი და ბელგია.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები