12:20
14 დეკემბერი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
2 რამ, რაც ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მიღებამ შეიძლება დაგმართოთ
10-03-2018

მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულ კვლევაში ,რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა პირმა აღიარა, რომ ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო მათ მიერ ოპიატების გამოყენების პირველი მცდელობა. ოპიატებს მიეკუთვნება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა კოდეინი და ოქსიკონტინი და ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება.

მკვლევართა დასკვნით ქალებთან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამო ოპიატებზე დამოკიდებულება უფრო ხშირად ვითარდება მამაკაცებთან შედარებით და ამას გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ქალებს აღნიშნულ პრეპარატებს უფრო ხშირად უნიშნავენ, რადგან ისინი ტკივილს უფრო მძაფრად აღიქვამენ და ამის გამო ექიმთან ქალბატონების მიმართვიანობაც გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებისა.  სპეციალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დღეს ოპიატური დამოკიდებულება, პროვოცირებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით 30 %-ით მეტ ადამიანს აღენიშნება, ვიდრე 90-იან წლებში. ეს მეტად დამაფიქრებელი სტატისტიკაა.

სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ოპიატების საფუძველზე შექმნილ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, მით უფრო მაღალი რისკი აქვს დეპრესიის განვითარებისა. როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, დეპრესიის რისკი შესაძლოა გაზარდოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღებამ. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტის ყოველდღიურ დოზასაც.

AutoPlay
პროფესიები, რომლის წარმომადგენლებსაც ჭკუასუსტობა არ ემუქრებათ - გადაამოწმეთ, ხართ თუ არა ტვინისთვის "ჯანმრთელი" საქმიანობით დაკავებული?
04-12-2018
როგორ ავირიდოთ გაციება? - 8 რამ, რაც ზამთარში ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ
03-12-2018
რა გავლენას ახდენს ყურსასმენების ყოველდღიური გამოყენება? - რჩევები, რაც სმენის ნაადრევად დაქვეითების რისკს შეგიმცირებთ
01-12-2018
რისი ბრალია ძილში კბილების კრაჭუნი? - გამომწვევი მიზეზები და სპეციალისტის რჩევები ბრუქსიზმით დაავადებულებისთვის
30-11-2018
თუ ჭამის შემდეგ გული გიჩქარდებათ, გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა დაადგინოთ - როგორ უნდა მოიქცეთ ექიმთან ვიზიტამდე და მის შემდეგ?
30-11-2018
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ქირურგიის სიახლეები
30-11-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები