15:38
25 ნოემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
2 რამ, რაც რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება საკმარისი
25-01-2018

მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება რუსეთის მხარე არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სავიზო რეჟიმი საქართველოს თითქმის ას ქვეყნასთან აქვს გაუქმებული, მეტწილად ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ასეთია იმ სახელმწიფოების საერთო პრაქტიკა, რომელთაც ტურისტების მოზიდვა სურთ. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების სფეროში საფრთხეები იზრდება, ავტომატური ორმხრივი უვიზო რეჟიმის იმედის ქონა არ შეიძლება. ცნობილია, რომ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის წლები დასჭირდა და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებაც კი შეიტანა, რათა შენგენის ზონის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმისთვის მიეღწია (თუმცა საქართველომ უკვე 2006 წელს შეწყვიტა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზის მოთხოვნა). მაგრამ, როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას,“ - აღნიშნა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა თავი შეიკავა პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ როდის შეიძლება გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, თუმცა აღნიშნა, რომ ისურვებდა შეზღუდვები მაქსიმალურად შერბილდეს და ნამდვილად მზად არიან უვიზო რეჟიმზე ფიქრისთვის. მისი თქმით, მოქმედებაზე გადასვლას ხელს უშლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები.

„საუბარი ეხება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას - ანუ ყველა იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიებზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს საკითხებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტური კონტაქტები გვექნება, რატომაც არა,“ - განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, სავიზო რეჟიმი საქართველოსთან უსაფრთხოების მომიზეზებით და უვიზო რეჟიმის ქონა აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან არ გამოიყურება საეჭვოდ, ვინაიდან ეს ქვეყნები დსთ-ს წევრები არიან, მათთან უვიზო რეჟიმის ქონა კი თანამეგობრობის ინტეგრაციის პროცესში მნიშნელოვანი ნაწილია.

„საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა,“ - განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის საჭიროა თანამშრომლობა და მუშაობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ყველა არხის გადასაჭრელად და თუ ამას მიაღწევენ, უკვე თამამად შეიძლება უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადასვლა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეექმნებათ პრობლემები ქართველ გულშემატკივრებს, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურთ, კარასინმა განაცხადა, რომ „ჩემპიონატზე დასასწრებად საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება“.

AutoPlay
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზციურ პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ქელბაჯარში მდებარე ეკლესიები ძველ კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, სომეხმა ისტორიკოსებმა და ფალსიფიკატორებმა ისინი სომხურად გადააკეთეს - ილჰამ ალიევი
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
რუსეთში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 507 პაციენტი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები