02:27
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
2 მნიშვნელოვანი რჩევა, რომ ლობიოს, ბარდის, სოიოს ან ოსპის მიღების შემდეგ, მუცელი არ შემოგებეროთ - პარკოსნების მოყვარულებს გამოსავალს გთავაზობთ
16-04-2019

სამწუხაროდ რაც არ უნდა ხარისხიანი ბარდა, ლობიო, სოიო და ოსპი შეიძინოთ, მათგან გამოწვეულ დისკომფორტს ვერსად გაექცევით,  რადგან მათში არსებული ნივთიერებები, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ რეაქციაში შედის ნაწლავის ბაქტერიებტან, რის შედეგადაც იბერება ნაწლავები. ამის გამო ბევრი უარს ამბობს პარკოსნებზე. იმისთვის, რომ თქვენც არ მოგიწიოთ მათზე უარის თქმა, გამოსავალს გასწავლით. პირველ რიგში იცოდეთ, აღნიშნული ეფექტით უფრო მეტად ლობიო გამოირჩევა, ლობიოს სახეობებს  შორის კი წითელი ლობიო ყველაზე მეტად შემაწუხებელია, შედარებით ნაკლებად შეგაწუხებთ თეთრი ლობიო. თუმცა არც წითელი ლობიოს მოყვარულებმა უნდა თქვათ უარი ამ პროდუქტზე, უბრალოდ მომზადებამდე დაალბეთ ნებისმიერი პარკოსანი მცენარის მარცვლები წყალში, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და დატოვეთ მთელი ღამით, დილით გადარეცხეთ და დადგიტ მოსახარშად, უმჯობესია, თუკი ხარშვისას წყალს გამოუცვლით.

მოგცემთ კიდევ ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას იმისთვის, რომ პარკოსანი მცენარეების მიღების შემდეგ მუცელი არ გაგებეროთ! თუ ლობიოს, ან სხვა პარკოსანი ბოსტნეულის მოყვარული ხართ და მათი მიღებისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო მათ იშვიათად მიირთმევთ, გახსოვდეთ! პარკოსანი მცენარეების ხშირად მიღების შემთხვევაში ორგანიზმში გამომუშავდება ის ფერმენტი, რომელიც პარკოსნების მარტივად მონელებას უზრუნველყოფს. ამიტომ თუკი 2-3 კვირის მანძილზე ლობიოს, ბარდას, ან სოიოს ყოველდღიურად მონაცვლეობით შეჭამთ, თქვენ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე თავად შეძლებთ ამ პროდუქტების მარტივად მონელებას და მუცლის დისკომფორტი მათი მიღების შემდეგ აღარასდროს შეგაწუხებთ. ამას ისიც ადასტურებს, რომ მაგალითად სამხრეთამერიკელები ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე მიირთმევენ პარკოსნებს, რადგან აღნიშნულ პროდუქტებს მათ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ პარკოსნებთან ერთად, პიტნა,  კამა და რძემჟავა პროდუქტები, საგრძნობლად ამცირებს მუცლის შებერილობას, რძის პროდუქტები ასევე კარგია ფიტინის მჟავებით გამოწვეული კალციუმის დანაკარგების შესავსებად.

იხილეთ გადაცემა სრულად: რატომ იწვევს პარკოსნები მუცლის დისკომფორტს და ცვლის თუ არა მათში შემავალი ცილები ცხოველურს? - ლობიოს, ბარდის, სოიოს და ოსპის სწორად არჩევისა თუ მიღების წესები

 

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები