17:33
26 მაისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2 კვირაში პლასტიკის პარკები აიკრძალება - რა ეღირება ბიოდეგრადირებადი პარკები?
15-03-2019

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.

როგორც მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, აღნიშული რეგულაცია ქართულ წარმოებას მთლიანად გააჩერებს და 5 ათას 200 კაცი უმუშევარი დარჩება. ამასთან, ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული ბიოდეგრადირებადი პარკები შემოვა, რაც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქტის ფასიც ძვირი იქნება. მაგალითად,  თუ  პოლიეთილენი 10 თეთრი ღირს, ის  30-50 თეთრი დაჯდება.
 
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა - მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებასა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებით ჩადენილი ქმედება  მეწარმე სუბიექტის  ათასი ლარით დაჯარიმებასა და პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები