06:17
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2 კატეგორიის მოქალაქეები "ფარმადეპოში" 2200-ზე მეტ მედიკამენტს საუკეთესო ფასად შეიძენენ - "ლიბერთი ბანკსა და "ფარმადეპოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
06-08-2019

დღეიდან, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, საქართველოს მასშტაბით "ფარმადეპოს" 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლიბერთი ბანკსა და  "ფარმადეპოს" შორის უკვე გაფორმდა.

სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათით გადახდისას  ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე,  მათ შორის გულისისხლძარღვთა,  ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ოფთალმოლოგოლიურ და სხვა მედიკამეტებზე.  ლიბერთი ბანკის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროგრამის მიზანია, მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ ბენეფიციარებს, მედიკამენტებისთვის  გაწეული ყოველთვიური ხარჯები.  ამასთან, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან თხელიძის თქმით,  ლიბერთი ბანკი აქტიურად არის ჩართული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასვა პროგრამაში, რომელიც მომხმარებლებზე  განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება "ფარმადეპოს"  ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების, ფასდაკლებებისა და დაზღვევის გამოყენების შემთხვევაშიც.

AutoPlay
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
Wizzair-ი 2 ახალ მიმართულებას ამატებს - რა ეღირება ფრენები ბოლონიასა და კიოლნში
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ჩინეთს ფილიპინებზე ონლაინ თამაშები აკრძალვა სურს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ამერიკელებს ცხოვრებას გაუძვირებს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ევერესტის მწვერვალის სიახლოვეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება და რეგულაციები გამკაცრდება
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები