18:28
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის III ეტაპი იწყება
30-05-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით: სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

AutoPlay
ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სამწუხაროს და "მიუღებელს" უწოდებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს "ფეიკ ნიუსების" შეთხზვაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები სეულის მერს ეძებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პროკურატურა - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საპატრიარქო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები