10:43
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
2 განსხვავებული სახის ვიზა, რომელსაც იაპონია უცხოელებს სთავაზობს - ტოკიომ დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა
06-05-2019

იაპონიაში მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ახალი სავიზო რეგულაციები, რომლებიც უცხოელებს იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით იაპონია ცდილობს შეავსოს მუშახელის დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ განიცდის.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორი კმაყოფილია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას უარყოფითად აფასებს. მათი აზრით, იაპონიაში მიგრანტების მასობრივი შემოდინება ქვეყანაში არსებულ სოციალურ ჰარმონიას დაარღვევს და ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიგრანტებს იაპონიის ხელისუფლება ორი განსხვავებული სახის ვიზას სთავაზობს. თითოეული მათგანის მისაღებად მიგრანტებისათვის აუცილებელია ჰქონეთ მოწვევა იმ კომპანიიდან, სადაც ისინი სამომავლოდ აპირებენ დასაქმებას. მათ ასევე უნდა ჩააბარონ რამდენიმე სხვადასხვა ტესტი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იაპონური ენის გამოცდაა.

ვიზის პირველი ტიპი მოიცავს ინდუსტრიის 14 დარგში დასაქმებას, რომელთა შორისაცაა მომსახურების სფერო, დასუფთავება, მშენებლობა, თევზჭერა და ტექნიკის შეკეთება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ვიზით დასაქმებულ ადამიანებს შეეძლებათ იაპონიაში იცხოვრონ და იმუშაონ მაქსიმუმ 5 წლის ვადით, რის შედეგადაც სურვილის შემთხვევაში ახალი ვიზის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ. აღსანიშნავია,რომ უცხოელ მუშებს უფლება არ ექნებათ თან ოჯახის წევრები წამოიყვანონ.

რაც შეეხება ვიზის მეორე კატეგორიას, ის განკუთვნილი იქნება კონკრეტული დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებსაც უფლება ექნებათ იაპონიაში ოჯახის წევრებთან ერთად გადაცხოვრდნენ.
ხელისუფლების განცხადების მიხედვით, პირველ წელს ვიზას 47  550 ადამიანს მისცემენ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი მათი ჯამური რაოდენობა 345 000-სს გაუტოლდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები