04:18
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
2 624 წლის ხე აშშ-ში - 2000-ზე მეტი წლის ხეები მდინარე ბლეკის გასწვრივ აღმოაჩინეს
20-05-2019

მეცნიერებმა აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, მდინარე ბლეკის გასწვრივ 2000-ზე მეტი წლის ხეები აღმოაჩინეს; მათ შორის ერთ-ერთის ასაკი სულ მცირე 2 624 წელია. არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ სტეილი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ხის ასაკი შესაძლოა, 3000 წელიც იყოს. უკვე ათწლეულებია ცნობილია, რომ ამ რეგიონში უძველესი ხეები ხარობს. 1980-იან წლებში, სტეილმა და მისმა კოლეგებმა იქ 1 700 წლის ხეები აღმოაჩინეს. ამის გამო, ამ ზონაში ნაკრძალი შეიქმნა. 2000-ზე მეტი წლის ხეები მეცნიერებმა აქამდე შეუსწავლელ ზონაში აღმოაჩინეს.

ხეების ასაკი ყოველწლიური ნამატი ფენების საშუალებით დაადგინეს, ხიდან აღებული ნიმუშის საშუალებით ისე, რომ თავად ხეები არ დაზიანებულიყო. გაირკვა, რომ ხის, სახელად BLK227-ის ასაკი 2624 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძვ. წ. 605 წელს ამოვიდა, რომის იმპერიამდე საუკუნეებით ადრე. მეორე ხე, სახელად BLK232 2088 წლისაა, ანუ ის ძვ. წ. 70 წელს ამოვიდა, დაახლოებით მაშინ, როცა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა დაიბადა.

აღსანიშნავია,რომ ხეების რგოლები მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს მათი არსებობის თითოეულ წელს მოსული ნალექების შესახებ.
მაგალითად  BLK227 და BLK232 თითქმის 2500 წლის მნიშვნელოვან კლიმატურ ინფორმაციას ინახავს — მათ შორის ცნობები არის გვალვებისა თუ წყალდიდობების შესახებ.

AutoPlay
ჩინეთის ბიბლიოთეკა, რომელიც დამთვალიერებელს აოცებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
კუნძული, სადაც დროის გაუქმებას ითხოვენ - რა არის ამის მიზეზი?
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
სადრენაჟო ბადეები, სადაც ნაგავი გროვდება - ამით ქალაქმა საკმაოდ სერიოზული პრობლემის მოგვარება მოახერხა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
დედამიწის მოსახლეობა 2100 წლისთვის 10,9 მილიარდს მიაღწევს - გაერო-ს კვლევა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ის, რაც თმის ცვენაზე გაინტერესბთ - თქვენს კითხვებს დერმატო-ვენეროლოგი პასუხობს
19-06-2019
137-წლიანი ლოდინის შემდეგ, საგრადა ფამილიაზე ბარსელონას მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა
19-06-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები