ახალ კომედიური ფილმი Mrs. Harris Goes To Paris, რომელშიც მთავარ როლს ლესლი მანვილი ასრულებს, უსაყვარლესი ბრიტანელი დიასახლისისა და Dior-ის კაბის ერთი ნახვით შეყვარების ისტორიას გვიამბობს.
ფილმი პოლ გალიკოს 1958 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მიხედვით გადაღებული ადაპტაცია უკვე არსებობს, 2022 წლის ნამუშევრისთვის მწერალი და რეჟისორი ენტონი ფაბიანი და კოსტიუმების დიზაინერი ჯენი ბივანი გაერთიანდნენ რომ საუკეთესო სანახაობა შემოგვთავაზონ.
ფილმის შემქმნელებს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ „დიორის“ მოდის სახლთან. მათ მიაწოდეს ფაბიანსა და ბივანს სალონის განვითარების გეგმა, რეკვიზიტები და წვდომა არქივებზე, რადგან ამ მნისვნელოვანი მასალის საშუალებით შექმნეს ინდენტური ტანსაცმელი და Dior-ის სტუდიის ინტერიერის ზუსტი ასლი.
ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა და მას შემდეგ უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა, როგორც კრიტკოსებისგან ასევე მაყურებლებისგან.