თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი დღეიდან გაიზარდა - Palitra News

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი დღეიდან გაიზარდა

2022-07-25 12:10:34+04:00

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება. პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი ღირს.

„ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალებისა და სხვა ხარჯები წარმოადგენს“ - წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.