ბიბური - ეს ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ფერწერული და ყველაზე ძველი დასახლებაა. სწორედ ამ სოფელში, სადაც მიმდინარეობდა ფილმის “ბრიჯიტ ჯონსის დღიურების” გადაღება, ყოველწლიურად იკრიფებიან პოეტები, მხატვრები და კინომატოგრაფიის წარმომადგენლები რათა მიიღონ შთაგონება და შექმნან მორიგი შედევრი.
სამხრეთ ინგლისში, გლოსტერშირის საგრაფოში ეს პატარა სოფელი, სახელად ბიბერი, ბოლო დროს არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობს. ბევრმა ტურისტმა,სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა მისი მონახულება , რაც მისი თვალწარმტაცი სურათი დიდი ბრიტანეთის ეროვნულ პასპორტში განათავსეს. არჩევანი, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. მუქი ქვის სახლები, მწვანე გაზონები არის ინგლისური სოფლის ყველაზე პოპულარული სანახაობა.
აქ თითქოს დრო გაჩერებულია. მართალია , ქვის სახლებს ხავსი აქვს მოდებული, მაგრამ აქ დღესაც ჩვეულებრივ ცხოვრობენ.
სოფელი ბიბური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფელია ბრიტანეთში. იგი ნახსენებია 1086 წლის Domesday Book-ში. ბიბური ცნობილია თავისი ვიწრო ქუჩებით, ტრადიციული ინგლისური სახლებითა და უძველესი არქიტექტურით.
მე-19 საუკუნეში ინგლისელმა პოეტმა და მხატვარმა სოფელს უწოდა ყველაზე ლამაზი ინგლისში. აღსანიშნავია,რომ სწორედ ბიბურის ერთ-ერთი ქუჩაა გამოსახული ბრიტანული პასპორტის გვერდზე.
ბიბური ერთ დროს მქარგველთა ცენტრი იყო, აქ ასევე ყიდდნენ ძაფებს. თუმცა ამ ხელსაქმით ახლა არავინ არის დაკავებული. მქარგველთა სახლები ხელუხლებელია, ქვის კოტეჯები ისევ
ისეა, როგორც საუკუნეების წინ და არავის მოსვლია აზრად, აქ რამე შეეცვალა.
აქ ყველა სახლი ერთი ტიპის ქვისგან არის აგებული, მათ შორის - სახურავებიც.
ბიბურში ყველა სახლი რელიკვიაა. აქ ქვის კარიერებში დღემდე ხელით ჭრიან ქვას და აპირკეთებენ სახლებს, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდება.
ბიბერი ინგლისის ულამაზეს სოფლად ითვლება.იგი მიმზიდველია არა მხოლოდ უძველესი არქიტექტურითა და ცხოვრების განსაკუთრებული წესით. არამედ იმ მშვიდი ატმოსფეროთი,რომელიც აქ სუფევს.
ამ საოცარ ინგლისურ სოფელში თითქოს დრო ასობით წლის წინ შეჩერდა, , ამ საოცარ სოფელში ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა თავი დააღწიოს ყოველდღიურ აურზაურს.
ბიბურში ფეხით სეირნობის გარდა, დამსვენებლებს სანახავი კიდევ ბევრი რამ აქვთ. მათ შეუძლიათ ძველი თევზის მეურნეობის მონახულება და ლანჩისთვის თევზის საკუთარი ხელით დაჭერა . ფერმის ტერიტორიაზე არის შესანიშნავი რესტორანი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქალაქის საუკეთესო ეროვნული რესტორანი.
გარდა ამისა, ბიბურში რამდენიმე შესანიშნავი თონეა, ყოველ დილით ქუჩებში ახლად გამომცხვარი პურის არომატი ტრიალებს.
სოფლის კიდევ ერთი საინტერესო გასტრონომიული შედევრია უგემრიელესი ნაყინი, რომელიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში.
მომხიბლავი ინგლისური სოფელი დიდი ხანია იზიდავს ტურისტებს, მის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილას, მდინარის ნაპირზე, რომანტიული სასტუმროა. ამ ულამაზეს სოფელს კიდევ ის გამოარცევს,რომ ადგილობრივები ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ძვირფას სტუმრებს.
ბიბური დღეს ცნობილია, როგორც ყველაზე ლამაზი სოფელი ევროპაში და ასევე შედის ყველაზე ლამაზი სოფლების სიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბიბურიში რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის, "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" და ასევე ფილმები მის მარპლის შესახებ - აგათა კრისტის მოთხრობების მიხედვით.