კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა Binance 3,3 მლნ ევროთი დაჯარიმდა - Palitra News

კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა Binance 3,3 მლნ ევროთი დაჯარიმდა

2022-07-21 07:39:00+04:00

ნიდერლანდების ბანკმა კრიპტოვალუტებით მოვაჭრე მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა Binance 3,3 მლნ ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების ტელე-რადიო კორპორაცია ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი კომპანიის მიერ ნიდერლანდებში რეგისტრაციის გარეშე მოქმედებაა. აღნიშნული ვალდებულება ნიდერლანდებში 2020 წლის 21 მაისს ამოქმედდა ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

გასული წლის აგვისტოში „ნიდერლანდების ბანკმა“ Binance გააფრთხილა, ამის შემდეგ კი მან შეიტანა განაცხადი რეგისტრაციაზე და ამ ეტაპამდე განხილვის ეტაპზეა.

Binance-მა თავის მხრივ ჯარიმა სააპელაციოში გაასაჩივრა.