რამდენიმე საათი რჩება საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრამდე. აუდიენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაკეთდება კომენტარებიც. შეხვედრის შემდეგ კი დელეგაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ ევროკავშირის საელჩოში გადაინაცვლებენ, სადაც არასამთავრობო სექტორს გაესაუბრებიან.
დღესვე, ევროპელი პარლამენტარები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან. "ოცნების" გუნდი ევროპელ პარტნიორებს რეკომენდაციების შესრულების საკუთარ გეგმას გააცნობს.
გაფართოებული შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო ოპოზიციასთანაც. ხელისუფლების ოპოენენტები მათ კიდევ ერთხელ გააცნობენ იმ გარემოებებს, რაც მათი მოსაზრებით ქვეყანას ევროპულ გზაზე აბრკოლებს.