ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული - Palitra News

ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

2022-07-19 18:07:11+04:00

ხელისუფლების სამომავლო გეგმები და ნაბიჯები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად - ეს არის მთავარი განსახილველი თემა, პარლამენტის თავმჯდომარესა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დროს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, სამოქალაქო სექტორს ხელისუფლების გეგმის შინაარსთან დაკავშირებით თითოეული პუნქტის შესრულების შესახებ კითხვები აქვს. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს პლატფორმის ფორმატში მიმდინარეობს.