FedEx Corporation, ამერიკული მულტინაციონალური ჰოლდინგია, რომელიც ორიენტირებულია ტრანსპორტირებაზე, ელექტრონულ კომერციასა და სერვისებზე. კომპანიის სათავო ოფისი მემფისში, ტენესის შტატში მდებარეობს. სახელწოდება "FedEx" არის კომპანიის თავდაპირველი საჰაერო განყოფილების, Federal Express-ის სახელის აბრევიატურა, რომელიც 1973 წლიდან 2000 წლამდე გამოიყენებოდა. FedEx დღეს ცნობილია განსაკუთრებით საჰაერო მიწოდების სერვისით, როგორც ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ასეთი ტიპის სერვისი დანერგა. კომპანიის ყველაზე დიდი კონკურენტთან ძალების წარმოჩენით FedEx-მა რამდენიმე შვილობილი კომპანია შექმნა, მათ შორის FedEx Ground, FedEx Office, FedEx Supply Chain, FedEx Freight. როგორც აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი ის ეხმარება ქვეყნის საფოსტო სერვისის ზოგიერთი პაკეტის ტრანსპორტირებაში მათი საჰაერო ტვირთების ქსელის კონტრაქტით.
FedEx-ის პოპულარულობა როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოპულარობა მოუტანა კომპანიას. FedEx-ის საჰაერო გადაზიდვის სერვისებით მისი მთავარი ცენტრი მემფისში გადააქცია მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ ტვირთის გადასაზიდ აეროპორტად 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ადგილს ამ მხრივ ჰონკონგის აეროპორტი იკავებს.
კომპანია 1971 წელს დაარსდა Little Rock, Arkansas-ში, როგორც ფედერალური ექსპრეს კორპორაცია, იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ფრედერიკ ვ. სმიტის Frederick W. Smith მიერ. სწორედ აქ, უნივერსიტეტში შექმნილი სადიპლომო ნაშრომში წარმოადგინა კომპანიის კონცეფცია რომელშიც მიზნად ისახავდა სპეციალური სისტემის შექმნა სწრაფი მიწოდებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მისი ნაშრომისთვის სმიტი აგრძელებდა მასზე მუშაობას. მან ოფიციალური მოღვაწეობა 1973 წელს დაიწყო, როდესაც ის მემფისში გადავიდა. მემფისის საერთაშორისო აეროპორტის არჩევის მიზეზად კი ქვეყნის საშუალო დასახლების სიახლოვეს მისი მდებარეობა და უამინდობის ნაკლებობა დაასახელა,რაც ხელისშემწყობი პირობები იყო მისი იდეისთვის. კომპანია სწრაფად იზრდებოდა და 1983 წლისთვის უკვე ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგროვა, რაც სტარტაპ კომპანიისთვის იშვიათია, და ეს იმის გათვალისწინებით, რომ არასოდეს მიუღია მონაწილეობა შერწყმაში ან შესყიდვაში პირველი ათწლეულის განმავლობაში. იგი გაფართოვდა ევროპასა და აზიაში ერთ წელიწადში. 1988 წელს შეიძინა იმ დროისათვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი Flying Tiger Line, შექმნა მსოფლიოში ტვირთის გადაზიდვის უდიდესი და სრული სერვის ავიაკომპანია. 1994 წელს Federal Express-მა მარკეტინგული მიზნებისთვის თავისი სახელი შეამცირა და ოფიციალურად მიიღო მეტსახელი FedEx, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა.