მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს - თუ კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს - თუ კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო

2022-07-15 16:04:14+04:00

თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტის კითხვას, „თავად წერს თუ არა წერილებს, რომელიც მისი სახელით ქვეყნდება“.

ყაველაშვილის თქმით, მის ბიოგრაფიას თუ გადახედავენ, ნახავენ, რომ წერილები დაწერილი აქვს, თუმცა, სხვა სფეროსთან - სპორტთან დაკავშირებით.