იაპონური კორპორაცია Panasonic-ი გეგმავს ამერიკის შტატ კანზასში ელემენტების ქარხანა გახსნას, რომლის გამოყენებას ელექტრომობილების წარმოებაში შეძლებენ. საუბარია, 4 მლრდ დოლარის ინვესტიციაზე. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო ელემენტების წარმოებაში. ქარხანა დამატებით 4 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, Panasonic-ი რომელიც აწარმოებს ელემენტებს კომპანია Tesla-ს ელექტრომობილებისთვის, უკვე ფლობს საზიარო საწარმოს მის ამერიკელ აპრტნიორთან ნევადას შტატში.