როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში? - ნახეთ სინოპტიკოსების პროგნოზი - Palitra News

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში? - ნახეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

2022-07-14 16:33:34+04:00

20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.