"პიანისტი" პოლონელ-ებრაელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მემუარებია, წიგნი პირველად 1946 წელს პოლონურ ენაზე გამოიცა სახელწოდებით „ქალაქის სიკვდილი: ვლადისლავ შპილმანის მოგონებები 1939-1945“.
წიგნში მოთხრობილია ავტორის ცხოვრება ვარშავაში, ოკუპირებულ პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს. სადაც შპილმანი გვიყვება ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ, რაც მას თავს გადახდა ვარშავის გეტოში ყოფნისას. ავტორს ბევრი დამცირებისა და ტანჯვის გადატანა მოუწია იმისათვის, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა, სრულიად მოულოდნელად კი მას ამ რთულ გზაზე დახმარების ხელი გაუწოდა ნაცისტური გერმანიის ოფიცერმა - ჰოზენფელდმა, რომლიც მოხიბლული იყო შპილმანის გენიალური ნიჭით. სწორედ გერმანელი ოფიცრის დღიურიდან ამონარიდები ერთვის ავტორის მემუარებს და ავსებს მის თხრობას.
ვლადისლავ შპილმანი 1911 წელსპოლონეთში, სოსნოვიეცში, დაიბადა. ფორტეპიანოს სწავლას 1930-იანი წლების დასაწყისში შეუდგა ვარშავის ფრიდერიკ შოპენის მუსიკალურ უნივერსიტეტსა და ბერლინის სამხატვრო აკადემიაში.
1933 წელს, გერმანიაში ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის მოსვლის შემდეგ, შპილმანი დაბრუნდა ვარშავაში, სადაც მუშაობდა პოლონეთის რადიოს პიანისტად. 1939 წლის სექტემბერში პოლონეთში შეჭრის დროს, გერმანულმა ბომბებმა გაანადგურეს ელექტროსადგური, რომელიც პოლონეთის რადიოს ამუშავებდა. შპილმანმა დაუკრა სადგურის ბოლო ომამდელი ცოცხალი ჩანაწერი 1939 წლის 23 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც ის ეთერში გავიდა.
შპილმანმა ომის დასრულების შემდგომ პერიოდში განაახლა თავისი მუსიკალური კარიერა რადიო პოლონეთში, ვარშავაში, 1945 წელს და თავისი დარჩენილი ცხოვრება მის საყვარელ საქმეს მიუძღვნა. შპილმანი 2000 წლის 6 ივლისს ვარშავაში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წიგნის მიხედვით 2002 წელს კინორეჟისორმა რომან პოლანსკიმ გადაიღო ფილმი უცვლელი სახელწოდებით, სადაც მთავარი გმირის როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ედრიან ბროუდი ასრულებს, რომელმაც ამ როლისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი დაიმსახურა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge