Art-გენის თბილისის ტური "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება - Palitra News

Art-გენის თბილისის ტური "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება

2022-07-14 10:02:00+04:00

თბილისში რიგით მე-19 Art-გენის ფესტივალი იწყება. თბილისის ტური 15 ივლისს, „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

კონცერტები ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში გაიმართება. 24 ივლისს, თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები და ქართული სამზარეულოს კუთხეები.