რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, დაფიქრდნენ, ამ კუთხით თავიანთი მოთხოვნები უკან მიაქვთ თუ არა, რადგან ესეც მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, უნდა იცოდნენ ვინ ზის მაგიდის გარშემო, ის არის პოლიტიკური პარტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, სამოქალაქო სექტორი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები.