ფინეთის პრემიერ-მინისტრი 36 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, ის უკვე 2 წელია ამ თანამდებობას იკავებს და საკმაოდ ბევრ საკეთილდღეო საქმიანობას ეწევა.
პრემიერმინისტრმა სანა მარინმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება. ამჯერად ის Ruisrock ფესტივალს დაესწრო მოკლე შარვლითა და შესაბამისი სამოსით.
ერთსქესიანთა ოჯახში გაზრდილი სანა, ჭკვიანი, ლამაზი და თავისუფალი ადამიანია რომელსაც საქმესთან ერთად რა თქმა უნდა გართობაც სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ სანა მარინს უყვარს მუსიკა, ღამის ცხოვრება და ამის გამო ის არაერთხელ გამხდარა ოპონენტთა კრიტიკის ობიექტი. პაპარაცები ხშირად ავრცელებენ ხოლმე მის ფოტოებს ღამის კლუბიდან.
ასევე სანამ ფოტოები გამოცემა TRENDI-სთვის გადაიღო, მისი ყველაზე "სკანდალური“ სურათი ჟურნალის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ფოტოზე ჩანს, პრემიერს შიშველ სხეულზე პიჯაკი აცვია და მკერდი ოდნავ უჩანს.
სოციალუ ქსელში სანა ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და ის მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნია. თუმცა რა თქმა უნდა გამოჩნდნენ ისეთბიც რომლებიც გამოესარჩლნენ. გარდა იმისა, რომ მათ პრემიერი კომენტარებით დაიცვეს, ასვე ერთგვარი ფლეშმობიც მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც პრემიერის მსგავსი ფოტოსურათები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და ამგვარი ფორმით გამოხატეს მხარდაჭერა.
მარინმა მოსვლისთანავე აალაპარაკა მსოფლიო როდესაც ფინეთში სამუშაო გრაფიკის ცვლილება გადაწვიტა, მან მოქალაქეებს 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი შეუცვალა და 4 დღეს მუშაობენ.
სანა მარინი დაიბადა 1985 წლის 16 ნოემბერს, ჰელსინკში, ღარიბ ოჯახში. პირველი წლები მან ნაქირავებ ბინებში გაატარა. მისი მშობლების ოჯახი მალევე დაინგრა. მოგვიანებით სანას ბიოლოგიური დედა სხვა ქალთან შეუღლდა და მარინი ერთნაირსქესიანთან ოჯახში გაიზარდა. იმ დროს ფინეთში ამ საკითხზე საუბარი არ შეიძლებოდა და სანას საკუთარ ოჯახზე ღიად საუბარი არ შეეძლო.
2020 წლის 1 ელ აგვისტოს ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი დაქორწინდა. ამის შესახებ მან Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა. პრემიერის რჩეული მისი დიდი ხნის პარტნიორი გახდა.
„ერთად ბევრი ბედნიერი და სევდიანი დღე გამოვიარეთ და ყოველთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ბედნიერი ვარ და განგებას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მაქვს ვიყო ადამიანთან, რომელიც მიყვარს“ დაწერა მარინმა.
მარინი და მარკუს რიაკიოინენი უკვე 16 წელია ერთად არიან. წყვილს 4 წლის ქალიშვილი ჰყავს.