სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა დოქტორის ხარისხი მიიღო. მას დიპლომი მიანიჭა ინგლისის შემოქმედებითი ხელოვნების უნივერსიტეტმა, მოდის ინდუსტრიაში მისი დიდი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია ლონდონის სამეფო საფესტივალო დარბაზში გაიმართა. ცერემონიისთვის ნაომი კემპბელმა Burberry-ის კრემისფერი კომბინეზონი აირჩია. დიპლომის გადაცემის დროს ნაომიმ ცრემლები ვერ შეიკავა.
"არასოდეს, არავის მისცეთ უფლება, შეცვალოს თქვენი გრძნობები, შეგცვალოთ თქვენ, თქვენი ხედვა და ის, რაც გსურთ თქვენთვის",- მიმართა სუპერმოდელმა სცენიდან კურსდამთავრებულებს. ნაომი კემპბელის მხარდასაჭერად დედამისი ვალერი მორისი მივიდა. მანამდე ნაომი კემპბელი პარიზში მოდის კვირეულზე გამოჩნდა, სადაც Balenciaga-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მის გარდა, პოდიუმზე ნიკოლ კიდმანი, ბელა ჰადიდი, დუა ლიპა და კიმ კარდაშიანი გამოვიდნენ.