თორის შესახებ გადაღებული მეოთხე ფილმი Thor: Love and Thunder მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერია.
Marvel-ის ფილმმა გამხსნელ უიქენდზე სულ 302 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 143 მილიონი აშშ-ს ტერიტორიაზე. მეოთხე ნაწილს თორის ფრენჩაიზში ყველაზე წარმატებული სტარტი ჰქონდა, ასევე Love and Thunder-მა 2022 წელს, სიდიდით მესამე სტარტი აჩვენა, უკეთესი შედეგი მხოლოდ Doctor Strange in the Multiverse of Madness-ს(185 მილიონი დოლარი) და Jurassic World: Dominion-ს(145 მილიონი დოლარი) ჰქონდა.
ახალ ნაწილში მთავარ როლებს კრის ჰემსუორთი, ნატალი პორტმანი, კრისტიან ბეილი და რასელ კროუ ასრულებენ.