ფოთის პორტში 15-მეტრიანი ორი ნავსადგომის მშენებლობის პროექტი მთავრობის დამტკიცებას ელოდება - Palitra News

ფოთის პორტში 15-მეტრიანი ორი ნავსადგომის მშენებლობის პროექტი მთავრობის დამტკიცებას ელოდება

2022-07-13 07:59:45+04:00

ფოთის პორტში ტალღამტეხი ჯებირების რეკონსტრუქცია პორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში დაიწყო. ამის შესახებ პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals Poti-ის კომერციულმა დირექტორმა, იან როულინსონმა სააგენტო Trend-ს განუცხადა.

მისი თქმით, ფოთის პორტი 1858 წელს დაფუძნდა, ამიტომ მისი ინფრასტრუქტურა კომპანიის ხარჯებში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, რომ არსებული ობიექტი შენარჩუნდეს.

კომერციული დირექტორი კიდევ ერთ მსხვილ ინვესტიციაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც პირველ პროექტსაც უკავშირდება. ეს არის ახალი ტალღამტეხი ჯებირებისა და ორი ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა. თითოეული ნავსადგომის სიღრმე 15 მეტრი იქნება. მისი თქმით, აღნიშული პროექტი მთავრობის დამტკიცებას ელოდება.

APM Terminals საპორტო ოპერირების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს. კომპანია დანიის გადამზიდავი გიგანტის, Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.