ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქების გარდაცვალების უცნაური და თანმიმდევრული შემთხვევები იკვეთება. საეჭვო გარემოებები და მსგავსი სცენარები გარდაცვალებებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. საგამოძიებო უწყებები ოფიციალურად სუიციდის მუხლით მუშაობენ, თუმცა რუსეთსა თუ მის გარეთ მცხოვრები ოლიგარქების გარდაცვალება, კითხვას მაინც აჩენს, მათ შორის პროცესთან კრემლის შესაძლო კავშირებზე.