სუეცის არხის შემოსავალმა რეკორდულ 7 მლრდ დოლარს მიაღწია, წინა წლის შემოსავალთან შედარებით, მაჩვენებლი 20%-ზე მეტად გაიზარდა - Palitra News

სუეცის არხის შემოსავალმა რეკორდულ 7 მლრდ დოლარს მიაღწია, წინა წლის შემოსავალთან შედარებით, მაჩვენებლი 20%-ზე მეტად გაიზარდა

2022-07-11 13:29:04+04:00

სუეცის არხის შემოსავალმა რეკორდულ 7 მლრდ დოლარს მიაღწია, წინა წლის შემოსავალთან შედარებით, მაჩვენებლი 20%-ზე მეტად გაიზარდა. ეს როგორც ტრაფიკის ზრდით, ასევე, სატრანზიტო გადასახადის სერიული მეტებით არის გამოწვეული. ბოლოს სატრანზიტო გადასახადი მაისში გაიზარდა, როცა, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტანკერების ტარიფები ერთბაშად სამჯერ, ხოლო სხვა თხევადი ტვირთის მქონე გემებისთვის ორჯერ გაიზარდა. არხის ადმინისტრაცია გადასახადის ზრდასა და რიგი ფასდაკლებების გაუქმებას მსოფლიო ვაჭრობის ზრდითა და არხის გაფართოების საჭიროებით ხსნის. გაფართოების სამუშაოები, სავარაუდოდ 2023 წელს დასრულდება, რაც არხის შემოსავალს ახალ რეკორდამდე აიყვანს. გასული ფინანსური წლის განმავლობაში სუეცის არხზე 22 ათასზე მეტმა სხვადასხვა ტიპის გემმა გაიარა, რაც თითქმის 16%-იანი ზრდა იყო. ჯამში 1,32 მილიარდი ტონა ტვირთი იქნა გადატანილი, ეს კი11%-იანი ზრდის მაჩვენებელია.