სიქსტეს კაპელა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა ვატიკანში,რომელსაც ყოველდღიურად 25 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს,რაც წელიწადში დაახლოებით 5 მილიონზე მეტია. დღეს ვისაუბრებთ სიქსტეს კაპელას აშენების ისტორიასა და მის შიგნით არსებულ გენიალურ ფრესკებზე,რომელიც ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს. სიქსტეს კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში და წარმოადგენს რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციას. ის ააგო არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ, ბაჩო პონტელის პროექტის მიხედვით, რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით.
ღირშესანისნაობა აშენდა იმ ადგილზე, სადაც მანამდე არსებობდა "დიდი სამლოცველო" რომელშიც შუა საუკუნეებში იკრიბებოდა პაპის სასამართლო და შედგებოდა ორასამდე წევრისაგან - კარდინალებისგან, სხვადასხვა რელიგიური ორდენის წარმომადგენლებისა და დიდგვაროვნებისგან. საინტერესოა, რატომ აიგო სიქსტეს კაპელა და რა დანიშნულება ჰქონდა მას? პაპ სიქსტუს IV-ს ეშინოდა და გრძნობდა სამხედრო საფრთხეს მეჰმედ II-ისგან, რომლის ჯარები პოტენციურ საფრთხეს უქმნიდნენ იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროს. ამიტომ მან გადაწყვიტა ამ შენობის გამაგრება. აქედან გამომდინარე სამლოცველო აშენდა ღვთისმსახურებისა და თავდაცვისთვის,რომლის მშენებლობა 1475 წელს დაიწყო და აღსანიშნავია, რომ ეს დაემთხვა მიქელანჯელოს დაბადების წელს,მიქელანჯელო კი ის ხელოვანია,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სიქსტეს კაპელას მოხატვაში,რამაც შემდგომში მას სახელი გაუთქვა. სიქსტეს კაპელა მდებარეობს ვატიკანის მუზეუმებში, სადაც 54 გალერეაა. სიქსტეს კაპელა მათ შორის ბოლოა.შენობა გარედან ციხესიმაგრე გეგონებათ, სწორედ აქ ინახება აღორძინების ეპოქის შედევრები - ბოტიჩელის, პინტურიკიოს, პერუჯინო როსელისა და სხვების შემოქმედება.1481-1483 წლებში ფლორენციიდან მოწვეულმა მხატვრებმა - ბოტიჩელიმ, გირლანდაიომ, როსელიმ, პერუჯინომ - და მათმა თანაშემწეებმა სიქსტეს კაპელის გვერდითი კედლები მოხატეს. სულ 16 ფრესკა იყო, რომელთაგანაც 12 შემორჩა. აქედან ექვსი იესო ქრისტეს უკავშირდება, ექვსი კი მოსეს ცხოვრებას. მრავალი თეორიის მიხედვით,მთავარი დარბაზი ფაქტობრივად იგივეა,რაც სოლომონის ტაძარი იერუსალიმში . აღსანიშნავია ისიც,რომ მექსიკას აქვს სიქსტეს კაპელის ასლი,სწორედ ვატიკანმა დაამტკიცა კაპელის მთავარი დარბაზის სრული ზომის ასლის შექმნა, რომელიც მექსიკაში გაიხსნა ,ინტერიერში 2,6 მილიონზე მეტი ფოტოა დაკოპირებული.ორიგინალური ჭერი საკმაოდ მარტივი იყო.სამლოცველოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მისი გახსნიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შექმნილა. ორიგინალური ჭერი ლურჯ ცას ჰგავდა ოქროსფერი ვარსკვლავებით. ეს იყო მხატვრის პიერმატეო დ'ამელიას ნამუშევარი.მიქელანჯელოს გენიალური ქმნილება ბზარის წყალობით გაჩნდა.1504 წელს სამლოცველოს მახლობლად სამშენებლო სამუშაოებმა სამლოცველოს ჭერზე ბზარები გამოიწვია. ნაპრალები გაფუჭდა,სწორედ ამან გამოიწვია დ'ამელიას ვარსკვლავიანი ჭერის დაზიანება. რომის პაპმა იულიუს II-მ ,სიქსტუს IV-ის ძმისშვილმა გადაწყვიტა დაექირავებინა ახალი მხატვარი ჭერის გადასაღებად და 1508 წელს მისი არჩევანი მიქელანჯელო ბუონაროტისზე შეაჩერა.
თავდაპირველად, მიქელანჯელო უარს აცხადებდა, რადგან მხატვრობაში ოსტატად არ თვლიდა თავს, თუმცა, საბოლოოდ დათანხმდა და ერთ- ერთი საუკეთესო შედევრის შექმნა დაიწყო. ამ საქმეს მიქელანჯელომ ისეთი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი რომ, მალე ყველა დამხმარე დაითხოვა და მარტო დაიწყო მუშაობა. სიქსტეს კაპელის მოხატვას ხელოვანმა 4 წელი დაუთმო. სიქსტეს კაპელას ფრესკებზე მიქელანჯელომ პირველად დახატა ღმერთი ადამიანის სახით, დაკუნთული სხეულითა და გრძელი თეთრი წვერით. მკვლევარების აზრით,მიქელანჯელომ გამოიყენა ტექნიკა,რითიც ფრესკა ოდნავ დახარა მნახველისაკენ მის ზედა ნაწილში,რომ მნახველში ღვთის ძალის პატივისცემა აღეძრა. სამლოცველოს სხვა ფრესკებისგან განსხვავებით,მიქელანჯელოს მიერ მოხატულ ფრესკაზე გამოსახული ყველა წმინდანი და ანგელოზი დაკუნთული და ძლიერია.ზემოთ ახედვისას მართლაც სრულიად განსხვავებულ სამყაროს აღმოვაჩენთ, ეს სამყარო აღემატება ადამიანურ განზომილებებს, რომელიც კაპელის ორივე მხარეს გაჭრილ ხუთ-ხუთ სარკმელს შორის ამოიმართება. მიქელანჯელომ გამოსახა "ძველი აღთქმის" წინასწარმეტყველთა ფიგურები, რომლებიც ებრაელებს მესიის მოსვლას აუწყებდნენ.ამ უზარმაზარი ფიგურების ზემოთ, საკუთრივ ჭერზე, მან შესაქმისა და ნოეს ამბები გამოსახა.მიიჩნევა, რომ მიქელანჯელოს"საშინელი სამსჯავრო" ის ნამუშევარია, რომელმაც ხელოვნების ისტორიაში აღორძინების ეპოქა დაასრულა. თავის დროზე ნამუშევარი მკაცრად გააკრიტიკეს. მიქელანჯელო მწვალებლობასა და უზნეობაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან შიშველი ადამიანები დახატა. ბრალდების პასუხად, ოსტატმა ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებელი ჯოჯოხეთში მყოფი მეფე მინოსის სახით წარმოადგინა.1509 წელს ფრესკის მოხატვის პროცესში მიქელანჯელოს დიდი პრობლემის გადალახვა მოუწია,კირსა და საღებავებზე სოკოსა და ობის გაჩენა დაიწყო,ფრესკამ ჩამოშლა დაიწყო. ლეგენდის თანახმად მიქელანჯელო მივიდა რომის პაპთან და უთხრა,რომ ის არ იყო კარგი მხატვარი ,რაზეც პაპმა უბრძანა,რომ ობი მოეშორებინა და გაეგრძელებინა მუშაობა.....სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად ,1512 წლის 1 ნოემბერს, დამთვალიერებლისთვის, მიქელანჯელოს მიერ მოხატული სიქსტეს კაპელა გაიხსნა,რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს და აღფრთოვანებულია მისი გენიალური ფრესკებითა და ისტორიით.
სიქსტეს კაპელასთან ფუნქციონირებს მომღერალ მამაკაცთა გუნდი და ცნობილია, როგორც რომის პაპის კაპელა ან, უბრალოდ, "სიქსტეს კაპელა",რომელიც კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული სიმღერის გუნდია. ის 1471 წელს დააფუძნა რომის პაპმა სიქსტუს IV-მ.აღსანიშნავია ,რომ „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა.