შინდლერის სია , ავსტრალიელი მწერლის , თომას კენილის ბიოგრაფიული ჟანრის ნოველაა.
წიგნი თავდაპირველად შინდლერის კიდობანის სახელწოდებით 1982 წელს ავსტრალიაში, გამომცემლობა HHodder and Stoughton-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა , ხოლო მოგვიანებით შეცვლილი სახელწოდებით ,, შინდლერის სია“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა.
წიგნი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს გერმანელი ინდუსტრიალისტის , ნაცისტური გერმანიის პარტიის წევრის , ოსკარ შინდლერის ისტორიას , რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა და ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი იხსნა ჰოლოკოსტისგან.
თომას კენილი 1935 წელს , ავსტრალიაში , ქალაქ სიდნეიში დაიბადა. მწერალი წმინდა პატრიკის სემინარიაში, სწავლობდა სადაც ის დიაკვნად აკურთხეს, თუმცა ექვსი წლის შემდეგ მან დატოვა სემინარია. თომასი სანან წარმატებას მიაღწევდა როგორც რომანისტი, ის მუშაობდა სიდნეის სკოლაში მასწავლებლად და ასევე იყო ლექტორი ახალი ინგლისის უნივერსიტეტში.
კენილის პირველი მოთხრობა ჟურნალ The Bulletin-ში 1962 წელს ფსევდონიმით ბერნარდ კოილი გამოქვეყნდა, ის ასევე ცნობილი იყო როგორც „მიკი“ თუმცა გამომცემლის რჩევით მან თავისი ნამდვილი სახელის და გვარის გამოყენება დაიწყო. საერთო ჯამში მწერალმა 50-ზე მეტი წიგნის გამოქვეყნება შეძლო , მათ შორის 30 რომანის, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას, სწორედ შინდლერის სიამ მოუტანა.
ოსკარ შინდლერის ისტორიის უკვდავყოფა დაკავშირებულია ლეოპოლდ პოლდეკ პრეფერბერგთან , რომელმაც შთააგონა კენელის, დაეწერა შინდლერის კიდობანი. ლეოპოლდი ტყავის ნაწარმით ვაჭრობდა და მაღაზიის მეპატრონე იყო. ერთხელაც მან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი კლიენტი-ტომას კენილი მწერალი იყო და მან გადაწყვიტა მოეთხრო ოსკარ შინდლერის შესახებ. ლეოპოლდი თავად გახლდათ შინდლერის სიის ერთ-ერთი წევრი და საჭიროდ ჩათვალა მსოფლიოსთვის გაეცნო ადამიანი, რომელმაც მისი და კიდევ უამრავი სხვა ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა.
კენილმა გულდასმით მოუსმინა ლეოპოლდს, თუმცა მას კიდევ უამრავ ადამიანთან შეხვედრა, საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება და 15 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ დაეწერა თავისი ცნობილი წიგნი "შინდლერის კიდობანი".
წიგნის მიხედვით 1993 გადაიღეს ფილმი უცვლელი სახელწოდებით , რომელშიც მთავარ როლს ლიამ ნისონი თამაშობს , რეჟისორი კი სტივენ სპილბერგია. ფილმი ერთ-ერთი ყველზე წარმატებული ეკრანიზაცია აღმოჩნდა , მისი ბიუჯეტი 22 მილიონს შეადგენდა ხოლო შემოსავალმა 321 მილიონი დოლარი შეადგინა. მან მოიპოვა 7 ოსკარი 12 ნომინაციიდან , ასევე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო , მათ შორის 7 ჯილდო ბრიტანული აკადემიის ჰილმების დაჯილდოვებაზე და სამი ოქროს გლობუსზე.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროინდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , palitral.ge