საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე.ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის. მათ შორის, ხაზი გაესვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას.