საქართველოს პრეზიდენტი 2021 წლის ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება დამნაშავეების პასუხისგემაში მიცემას დღემდე ელოდება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ამ პერიოდის განმავლობაში, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, რაც სრულიად მიუღებელია.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრორუსული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი, თუმცა ამავე პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია გახდეს საჭირო.
თუმცა, მანამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.