ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს, შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში.