შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ცნობისთვის, 29 ივნისს, მადრიდში გამართულ სამიტზე, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 30-ი წევრი ქვეყნის ლიდერებმა ოფიციალურად მიიწვიეს ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად. ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გასაწევრიანებლად მიწვევის შემდეგი ეტაპია ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ სკანდინავიის ორი ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.