„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პალიტრა ნიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხება იმ 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც შესასრულებლად საქართველოს ევროკომისიამ განუსაზღვრა.