პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის პროცესს ჩაუყარა საფუძველი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია "აი ბი ეისთან" თანამშრომლობით წარიმართება.