დღე, როდესაც ჟურნალისტების უფლებების დაცვა ვერავინ შეძლო - 5 ივლისის დღეს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები იხსენებენ - Palitra News

დღე, როდესაც ჟურნალისტების უფლებების დაცვა ვერავინ შეძლო - 5 ივლისის დღეს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები იხსენებენ

2022-07-05 15:30:48+04:00

5 ივლისის დღეს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები იხსენებენ. ჟურნალისტთა განმარტებით, ეს არის დღე, როდესაც მოძალადეებისაგან მათი უფლებების დაცვა ვერავინ შეძლო. დღე, როდესაც ძალადობის მსხვერპლნი პროფესიის გამო გახდნენ. მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იცავენ.

ადვოკატთა განცხადებით, ერთერთი მთავარი პრობლემა ძალადობის მთავარ შემოქმედთა დაუსჯელობაა. საქმის გამოძიებასთნ დაკავშირებით კი არაერთი პრობლემა იკვეთება.