საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სენსაციური გამარჯვებით გახსნა - Palitra News

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სენსაციური გამარჯვებით გახსნა

2022-07-05 09:24:35+04:00

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სენსაციური გამარჯვებით გახსნა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამატებით ტაიმში მოუგეს, ანგარიშით 82:76.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 67:67. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის წინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი იყო. მან გადამაწყვეტი როლი შეასრულა ოვერტაიმის მოგებაში. სულ რატიმ თამაშში ჩვიდმეტი ქულა ჩააგდო. აქედან რვა დამატებით ხუთწუთ წუთში. ყველაზე შედეგიანი კი გიორგი შერმადინი იყო, თვრამეტი ქულით და ხუთი მოხსნით.