ივნისში თურქეთში ინფლაციამ 78,62% შეადგინა - Palitra News

ივნისში თურქეთში ინფლაციამ 78,62% შეადგინა

2022-07-05 07:46:48+04:00

თურქეთში ივნისში ინფლაციის დონემ წლიურ გამოხატულებაში 78,62% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ამათან, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით გასულ თვეს თურქეთში ინფლაციის დონე სინამდვილეში 175,55% იყო.

მაისში თურქეთის ინფლაციამ 73,5% შეადგინა, აპრილში კი 69,97%.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წელს თურქეთში მოსალოდნელია 64,59%-იანი ინფლაცია.