ქუთაისის "აია არენაზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტების პირველი მატჩი არგენტინა XV-ის წინააღმდეგ ჩაატარა. პირველმა ტაიმმა ბორჯღალოსნების უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 14:6. საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში ორი ლელო გაიტანა (დავით ნინიაშვილი, თედო აბჟანდაძე), რომელიც აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა, არგენტინელებმა კი ორი საჯარიმო დარტყმა გაგვიტანეს და ამის ხარჯზე შეამცირეს ანგარიშში სხვაობა.
მეორე ტაიმში სტუმრები გაცილებით აქტიურად ათამაშდნენ, მათი შეტევები უფრო სახიფათო გახდა და შედეგად, სამი გარდასახული ლელო მივიღეთ, რასაც ჩვენმა მორაგბეებმა ერთი ჯარიმით და შეხვედრის ბოლო წუთზე გარდასახული ლელოთი უპასუხეს. საბოლოოდ 24:30 დავმარცხდით.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 ივლისს, ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.