სტუდენტები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც აქციას „შინ ევროპისკენ“ შეუერთდებიან - Palitra News

სტუდენტები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც აქციას „შინ ევროპისკენ“ შეუერთდებიან

2022-07-03 20:04:17+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის მოედნამდე გაემართებიან. მათ ხელში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებთან ერთად უნივერსიტეტის დროშა უჭირავთ. სტუდენტები სიტყვებს - ,,სტუდენტები ვირჩევთ ევროპას”, ,,მე ვარ ქარველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” და ,,თსუ”-ს სკანდირებენ. მათთან ერთად მეტროსადგურ რუსთაველთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან ,,ილიაუნის”, ,,ჯიპა”-ს, ,,საქართველოს უნივერსიტეტის”, ,,კავკასიის უნივერსიტეტის”, ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა” და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.