სტუდენტური თვითმმართველობები განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში, რომელსაც ხელს 17 უნივერსიტეტი აწერს, ვკითხულობთ მოწოდებას საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ, რომ არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რაც საფრთხეს შეუქმნის ისტორიულ მომავალს. „ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, სტუდენტების როლი, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა, ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი, ევროპული პერსპექტივისთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში. - წერია განცხადებაში.