რუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი - Palitra News

რუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

2022-07-02 15:23:54+04:00

უკრაინის ქალაქ სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ვადიმ ლიახის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე. „ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის“,- განაცხადა ვადიმ ლიახმა. მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.