2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და დედაქალაქში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.
“თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
რეგიონების პარალელურად, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს „თბილისი ენერჯიც“ ზრდის. დედაქალაქში 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრება.
კომპანიების ცნობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.