უკრაინის პრეზიდენტმა, უმაღლესი რადას თავჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა - უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ისახავს მიზნად. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.