გერმანიის კანცლერი პროგნოზირებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაშ დაწყებული ომი შესაძლოა ხანრგძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ პუტინი ომისთვის ერთი წლით ან კიდევ უფრო ადრე ემზადებოდა. შოლცს მიაჩნია, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს რადგან ქვეყნის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია. ამასთან, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციები რუსეთზე გავლენას ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამას არ აღიარებს.